1070 წელს დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახ. თბილისის 23 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1075 წელს ჰიდროგეოლოგიისა და სამთო-ინჟინრის სპეციალობით.
იმავე წელს დავიწყე მუშაობა. ჰიდროგეოლოიისა და საინჟინერო-გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 1991 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია.1991.
1991-2005 წელი ვმუშაობდი საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლევითი ცენტრის ხლმძღვანელად.
2006-2011 წლებში ვმუშაობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში კვლევითი ლაბორატორრის უფროსად.
2011-დან დღემდე ვმუშაობ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოფიზიკის ინსტიტუტში ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის უფროსად.
2005 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია.
2020 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენში პროფესორად
- ჩემი კვლევის ინტერესებში შედის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი, მათი რეჟიმშემადგენელი ფაქტორებისა და ცვლილებათა (მათ შორის კლიმატური) შესწავლა;
- ჰიდროგეოფიზიკური მეთოდებით მიწისქვეშა წყლების მარაგების დადგენა, მათ შორის გეოფიზიკური პროფილებით მიწისქვეშა წყლის ჩაწოლის სიღრმისა და ფენის სიმძლავრის დასადგენად, კაროტაჟული კვლევები წყალშემცველი ფენების გამოსავლენად და საცდელი ამოტუმბვებით წყლის მარაგის განსაზღვრა და ექსპლოტაციის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევა,
- რეჟიმული გეოფიზიკური (აკუსტიკა, სეისმურობა, წყლის წნევა და ტემპერატურა, გამტარებლობა, გაზების ექსკალაცია და სხვა) და გეოდინამიკური (მაგნიტური ველი, დახრები და სხვა) დაკვირვებები მიწისძვრებისა და ნელი პროცესების დადგენის მიზნით საქართველოს ღრმა ჭაბურღილების ქსელზე.