საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის სფერო ძირითადად ეხება გეოეკოლოგიურ, საინჟინრო-გეოლოგიურ და გეოტექნიკური საკითხების შესწავლას. კვლევის ფერო ეხება ბინარული სისტემის საონჟინრო ნაგებობა - გეოლოგიური გარემოს წონასწორული უზრუნველყოფის საკითხების, რაც მოიცავს ქანების ფიზიკურ-მექანიკური პირობების და გეოდინამიკური პირობების შესწავლასა და ანალიზს. ვარ 10 სამეცნიერო შრომის და 3 ელექტრონული სახელმძღვანელოს ავტორი.
სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიმყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში - ზოგადი საინჟინრო გეოლოგია, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მეთოდები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგია. ხელმძღვანელობას ვუწევ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს.
საინჟინრო გეოლოგიის დარგში და ახალგაზრდებთან ხანგრძლივი მუშაობით შეძენილი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია მივცე მათ სათანადო საბაზისო ცოდნა, რაც მათ მომავალში დაეხმარება პროფესიულ ზრდა- განვითარებაში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, გავაგრძელე პედაგოგიური საქმიანობა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე პროფესიული მიმართულებით ვმუშაობ შპს „ჯეოინჟინირინგში“ წამყვან სპეციალისტად.
- საინჟინრო გეოლოგია
- გეოეკოლოგია
- გეოლოგია