დავამთავრე თბილისის ვ.მ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი წარჩინებით და ამავე უნივერსიტეტის ასპიტანტურა. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ მომენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის (ეკონომიკის აკადემიური დოქტორის) ხარისხი; შემდგომ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.

გავლილი მაქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგი, გამოქვეყნებული 80-მდე   სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის 4 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია, აქედან 2 ერთობლივი ავსტრიასა და 1 გერმანიაში). სახელმღვანელოები  ,,რისკმენეჯმენტი“(2010, განახლებული ვერსია–2022), ,,კორპორაციული მენეჯმენტი“ (2013) პირველი პრეცენდენტი იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

აქვე აღვნიშნავ მაღალრეინტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს, მონაწილეობას  30-ზე მეტ ადგილობრივ და  საერთაშორისო კონფერენციაში.

 ვარ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი; საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი 2004 წლიდან და საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი 2011 წლიდან;  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის გამოცდილება. ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში 1982–2006 წლებში, გავიარე გზა უფროსი ლაბორანტიდან განყოფილების გამგის ჩათვლით.

საბაკალავრო,  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი;  მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს რეცენზენტი; ასევე, ჩემი ინტერესის სფეროა პროზა და პოეზია, კინო-თეატრი, მოგზაურობა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი