2019 წელს შევუერთდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ამავე წელსვე თექნიკურმა უნივერსიტეტმა მომანიჭა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი, დისერტაცია გლობალიზაციის მნიშვნელოვან ასპექტებსა და მართვის ტექნოლოგიებს ეხებოდა.ამჟამად მიკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ვკითხულობ ლექციებს სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ვარ სამი მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. შემუშავებული მაქვს პოლიტიკური დოკუმენტი დეზინფორმაციის თემაზე სოციალურ ქსელებში. აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში.

ჩართული ვარ ჩვენი ფაკულტეტის სოციალურ კვლევის ცენტრის პროექტებში და შემუშავებული მაქვს სილაბუსები (სოციოლოგია და სოციოლოგიის შესავალი).

ვმსახურობ ადმინისტრაციულ სტრუქტურაში - ვარ საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის კოორდინატორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • კვლევით ინტერესს წარმოადგენს სოციალურ ჭრილში შემდეგი საკითხები: გლობალიზაციის სოციალური ასპექტები, მართვის ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები - ინფორმაცია/დეზინფორმაცია, კულტურა და სოციალური საკითხების/პრობლემების რაობა, გადაწყვეტა და მათი ტრანსფორმაცია, ტრანსნაციონალური კომპანიების მმართვა და ტექნოლოგიები, საზოგადოებასთან ურთიერთობების ტექნოლოგიები და ა.შ.
  • სოციალური პრობლემები და საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობა, მენეჯმენტი/მართვის ტექნოლოგიები.
  • გენდერული სოციალური კონსტრუქცია, გენდერული სოციოლოგია და სოციალური როლები, გენდერი და ინსტიტუციური სტრუქტურები