კობალაძე კობა დაიბადა 1951 წლის 16 აგვისტოს. დამთავრებული აქვს 1975 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი წარჩინებით; 1978 წელს დაამთავრა ასპირანტურა და მიენიჭა სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორის ხარისხი. აქვს აკადემიურ სფეროში მუშაობის 52 წლიანი გამოცდილება; საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება(GTZ, ACDA-LOCA, MERSI-CORPS, IFAD). 2019 წლიდან არის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის "მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა" ხელმძღვანელი. 2019-2021 წლამდე არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2021 წლიდან აფილირებული ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 100 -ზე მტი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო უცხოენოვან ჟურნალებში.
- მთის სოფლების მდგრადი განვითარება
- ორგანული სათიბ - საძოვრების ზედაპირული გაუმჯობესება
- ორგანული სუპერ საადრეო კარტოფილის წარმოება
- ორგანული ღვინის წარმოება