მე,გიორგი ხატიაშვილი დავიბადე 1984 წ 17 ოქტომბერს ქ.თბილისში
2002 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სპეციალობით ,,ბეჭდვითი ნაწარმის ტექნოლოგია და კომპიუტერული საგამომცემლო სისტემები", რომელიც წარჩინებით დავამთავრე 2006 წელს.
2006-2008 წ.. დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა პოლიგრაფიის მაგისტრის ხარისხი
2015 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე, "გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე შექმნილი მექანიზმები და მათი კვლევის მეთოდები" მომენიჭა - მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2018 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
ამჟამად ვარ, საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გავლილი მაქვს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრენინგები.
- გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე დამუშავდეს კონსტრუირების ისეთი მოდელი,რომელიც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე კონსტრუირებული მექანიზმის კატალოგები და მათი ფუნქციონალური დანიშნულების საფუძველზე მოხდეს მათი კლასიფიცირება. შეიქმნას სივრცითი მოძრავი სისტემების ახალი კონსტრუქციები, გრაფიკული რედაქტორების გამოყენებით, რომელთა კინემატიკის პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად აგებულია გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე. ჰარმონიული პროპორციების ინვერსიული და ჰომოთეტიური გარდაქმნების საფუძველზე. ჩემს მიერ შექმნილია მექანიზმების სტრუქტურული სქემების კატალოგები. კატალოგებში შემოთავაზებულია გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე გაანგარიშებული მექანიზმების კინემატიკური პარამეტრები, რაც საშუალება იძლევა ელემენტალური მათემატიკური ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს კატალოგში შემავალი უამრავი მექანიზმის ჩვენთვის მისაღები ვარიანტები,კონსტრუქტორის მოთხოვნების გათვალსწინების პირობით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩემს მიერ შექმნილია სრულიად ახალი მექანიზმები და მოწყობილობები, რომელთა სიახლეც დადასტურებულია პატენტებით.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები