საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი - მედიატორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და უნივერსტეტ „გეომედის“ მოწვეული პროფესორი.
ეკონომიკის დოქტორი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამყვან სპეციალისტად, განყოფილების უფროსად და სამმართველოს უფროსად; საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის აპარატის უფროსად; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; USAID - ის პროექტ COREFORM – ის კონსულტანტად; სადაზღვევო - საინფორმაციო ბიუროს დირექტორად; საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსად - დაზღვევის მედიატორად; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დირექტორად; საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ექსპერტად. არის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი - დაზღვევის მედიატორი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) – ის სასამართლოს წევრი და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის გამგეობის წევრი.
- სადაზღვევო საქმე, აგროდაზღვევა, სოფლის მეურნეობის რისკების შეფასება და ანალიზი, რისკ - მენეჯმენტი, საჯარო ფინანსები, კორპორაციათა ფინანსები, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები.