ასისტენტ პროფესორი

რამაზ პაატაშვილი, სამთო და გეოინჟინერიის აკადემიური დოქტორი. ასისტენტ პროფესორი. 2017წ.-ს დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მარნეულის ბლოკის გეოლოგიური აგებულება და ცარცულ პალეოგენური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტივები“ და მომენიჭა სამთო და გეოინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ვარ 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. 1987 წელს მუშაობა დავიწყე ს.გ. „საქნავთობის“ ქართლის ღრმა ბურღვის ექსპედიციაში, გეოლოგად. 1989 წლიდან 2000 წლამდე ვმუშაობდი ამავე ექსპედიციის გეოლოგიური განყოფილების უფროსად. 2000წლიდან 2021 წლის ოქტომბრამდე ვმუშაობდი შპს „ქურა ბეისინგ ოფერეითინგ ქომფანი“-ში (თავდაპირველად „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია“, შემდეგ „კანარგო-ჯორჯია“) ველის გეოლოგად. პარალელურად 2011-2013 წ.წ. ვიყავი შპს „ სტრეიტ ოილ ენდ გეზ“ის გეოლოგი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ვარ „ნორიოს ნავთობის კომპანიის“ გეოლოგ კონსულტანტი. 2017-2021 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უფროსი პედაგოგი. 2021-2024 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. 2022წლის 3 ივნისიდან დღემდე  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. 2022წლის 3 სექტემბრიდან დღემდე შპს „ ბლოკ ოპერეითინგ კომპანის“ ბურღვის გეოლოგი.  2022 წლის 3 ოქტომბრიდან დღემდე   შპს „ინტერგეოუნივერსალის“ მთავარი გეოლოგი.



სამეცნიერო ინტერესები
  • არმოსავლეთ საქართველოს ცარცულ პალეოგენური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტივები, ბორჟომის რაიონის პალეოცენ-ქვედაეოცენური ნალექების (ბორჯომის ფლიში) სტრატიფიცირება და წყალშემცველი ჰორიზონტების დადგენა.