ელიზბარ დარჩიაშვილი

ჩემი განათლება და საქმიანობა არის მჭიდროდ დაკავშირებული ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მაქვს გავლილი განათლების ყველა ეტაპი და ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (ახლანდელი კანონმდებლობით დოქტორი). მაქვს საგანმანათლებლო და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. ვიყავი სტუ-ს დოცენტი შტატში, ასოცირებული პროფესორი და მოწვეული მასწავლებელი (ამჟამად). გარკვეულ პერიოდში ვიყავი ავტომობილების, შიგაწვის ძრავების და საწვავ-საზეთი მასალების კათედრის გამგის მოადგილე.  პარალელურად ვიყავი მეწარმეც (მერცედეს ბენცის და ფირმა კასტროლის წარმომადგენელი, IRU-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელი). გარკვეული პერიოდი ვიყავი საჯარო მოხელეც. ვიყავი უშუალო მონაწილე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადებაში, ვადების დაზუსტებაში და იმპლემენტაციაში. ვარ საგზაო ტრანსპორტის სექტორში ყველა შეთანხმებებზე მიერთების, მათი იმპლემენტაციის  და სახელმწიფო პროგრამის შემუშავების უშუალო მონაწილე. ძირითადი მიმართულებებია საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოება, სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციები და ტექნიკური სტანდარტები, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები, მათი დაცვის უზრუნველყოფა და პროფესიული მომზადება, სატრანსპორტო მენეჯერთა მომზადება. გავლილი მაქვს ტრენინგები ამ მიმართულებით დიდ ბრიტანეთში (FTA), ნიდერლანდებში (NEA, RDW), შვეიცარიაში (IRU), გერმანიაში (MB, მაინის ფრანკფურტი). მონაწილება მაქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში ზემოთაღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ფირმებში, როგორებიცაა CENN, ინფო სპექტრუმი, GVIBA, საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, ევრო ტაქოგრაფ სოლუშენს და სხვ.  მაქვს  IRU-ს და FTA-ს ექსპერტის წოდებები სხვადასხვა სპეციალობებით.     

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევის ინტერესს წარმოადგენს სატრანსპორტო სფეროს შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების, ევროდირექტივების, ევრორეგულაციების და სხვა პროფილური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დოკუმენტების შესწავლა, საქართველოს კანონმდებლობაში დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად იმპლემენტაცია და მათი გადაცემა სწავლების პროცესში ჩართული პირებისათვის. მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა და მათი გაუმჯობესების გზების ძიება. საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტების მოიება და მათ შესახებ კვლევების ჩატარება საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი მძღოლებისა და დარგში დასაქმებული სხვა პერსონალისათვის უახლესი ონფორმაციების გადაცემა. ლოგისტიკური საკითხების კვლევა და შეძლებისდაგვარად მათი გამოყენებითი მიდგომების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობების კვლევა და სასწავლო პროცესებში უშუალო გამოყენება. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დასაქმებული სპეციალისტების შესაბამისი ფართო სპექტრის უნარ-ჩვევების კვლევა და მათი გადაცემა სტუდენტებზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.