უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
დარეჯან დუღაშვილი

დარეჯან დუღაშვილი (ქიმიის დოქტორი) - სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს 17 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში/კოორდინირებაში, როგორც საერთაშორისო ასევე, ეროვნული პროექტების მართვის/კოორდინაციისა და კონსულტირების კუთხით. მას აქვს 27 წლიანი გამოცდილება ანალიზური, გარემოს და სურსათის ქიმიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამჟამად, იგი არის არჩეული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში სტიპენდიანტად, ამავდროულად არის ევროკავშირის პროექტის - ENPARD IV-ის კოორდინატორი. იგი არის ქიმიის აკადემიური დოქტორი, ხარისხი დაცული აქვს ანალიზურ და გარემოს ქიმიაში. იგი არის 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი გარემოს ქიმიისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროებში. 

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩამდინარე წყლები
  • სურსათის უვნებლობა
  • დაბინძურება
  • ანალიზური ქიმია
  • გარემოს დაცვა