
ვარ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკად. დოქტორი. საქართველოს
ზოოვეტერინალური ინსტიტუტი დავამთავრე 1982 წელს ზოოინჟინრის სპეციალობით,
2000 წელს კი ამავე ინსტიტუტის ( უკვე აკადემია) ვეტერინალური ფაკულტეტი- ფართო
პროფილის ვეტერინარი ექიმის სპეციალობით. 1985 წ. საკავშირო უმაღლესი სასელექციო-
სანაშენე სკოლა.1993 წელს მეფრინველეობის საკავშირო სამეცნიერო ტექნოლოგიური
ინსტიტუტის ასპირანტურა. პარალელურად ვიწყებ პროფესიულ განვითარებას და ზრდას,
რაც გამოიხატება ჩემს სამეცნიერო და სამსახურეობრივ საქმიანობაში. საქართველოს
ზოოტექნიკურ- სავეტერინარი სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში მოღვაწეობისას,(1977-
2007წწ) ვიწყებ მუშაობას ლაბორანტიდან შემდგომ სხვადასხვა პოზიციაზე მთავარ
მეცნიერ მუშაკამდე, ვარ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, როგორც საერთაშორისო
ისე ადგილობრივ ჟურნალებსა და გაზეთებში,მიღებული მაქვს კვლევებზე
პატენტი.ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშობისთვის ქვეყნის პრეზიდენტისგან
გამომეცხადა მადლობა შრომის წიგნაკში შეტანით.ზოოვეტერინალური უნივერსიტეტის
რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობა განვაგრძე ბიოტექნოლოგიის ცენტრში “მცენარეთა და
ცხოველთა რეპროდუქციისა და გენური ბანკის განყოფილების გამგედ“(2008-2014წწ).
პარალელურად ვმუშაობდი შპს „დოგანში“ , შპს,,იბერმით ჯორჯიაში“.2013 წლიდან
ვმუშაობ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-
საკონსულტაციო სამსახურში მთავარ სპეციალისტად, 2014-2022 წლებში კი ქვემო
ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ვარ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრის ტრენერთა ერთიანი ბაზის წევრი მეცხოველეობის მიმართულებით.
2023 წლიდან ვაგრძელებ მუშაობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , კვების
მრეწველობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლის
პოზიციაზე
- საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური და ტრადიციული კვების პროდუქტია ყველი. ჩვენი კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ყველის გადამუშავების და შენახვის ახალი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მქონე ყველის რამდენიმე სახეობა, სხვადასხვა ფერით, არომატით და საგემოვნო თვისებებით, ბიოლოგიურად უსაფრთხო დანამატების გამოყენებამ გაამდიდრა ყველის შემადგენლობა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. აგრეთვე დარჩენილი შრატი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურარული პროდუქტია, აღიარებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. შრატის გადამუშავების უნარჩენო ტექნოლოგიის შესამუშავებლად ტარდება კვლევები არომატიზირებული გამაჯანსაღებელი სასმელების დასამზადებლად.