ასოცირებული პროფესორი
თორნიკე აფრიაშვილი

თორნიკე აფრიაშვილი ელექტროენერგეტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერი, ელექტროინჟინერი და მენეჯერი. აქტიურად ვმონაწილეობ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროცესებში, მათ შორის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმვაში, ელექტრული სისტემების ანალიზსა და ენერგეტიკული ბალანსების შემუშავებაში. მაქვს გამოცდილება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების პროექტირებაში, ქსელის რეჟიმების გაანგარიშებაში, მოკლე შერთვის დენების ანალიზსა და სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების შემუშავებაში. ჩემი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს ელექტროენერგეტიკული პროექტების ტექნიკურ მონიტორინგსა და ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესების ანალიტიკურ შეფასებას. კარიერული განვითარების ფარგლებში გავიარე გზა მთავარი სპეციალისტიდან ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციამდე, რაც ასახავს ჩემს პროფესიულ ზრდას, ლიდერულ უნარებსა და სტრატეგიულ ხედვას. პარალელურად, ვარ აკადემიურ საქმიანობაში ჩართული, როგორც ლექტორი. ჩემი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკული სისტემების მოდელირებას, ქსელების საიმედოობასა და სტაბილურობას, ნეიტრალის დამიწების რეჟიმებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას ენერგოსისტემებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ელექტროენერგეტიკული სისტემების მოდელირება, ანალიზი და სიმულაცია
  • გადამცემი და სადისტრიბუციო ქსელების ოპტიმიზაცია და დაგეგმვა
  • ელექტრული ქსელების სტაბილურობა და საიმედოობა
  • ნეიტრალის დამიწების რეჟიმები და მიწის ხარვეზების ანალიზი
  • HVDC (High Voltage Direct Current) და FACTS (Flexible AC Transmission Systems) ტექნოლოგიები
  • სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემები
  • ელექტრული ენერგიის ხარისხის მართვა (Power Quality)
  • განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია ელექტროენერგეტიკულ სისტემებში
  • ენერგიის შენახვის სისტემები (Energy Storage Systems)
  • ჭკვიანი ქსელები (Smart Grids) და მიკრო ქსელები (Microgrids)