სერგო ჩობანიანი არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტი 1965 წელს. ამჟამად არის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მიწვეული ლექტორი ISET-ში. ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა მოსკოვში, სტეკლოვის ინსტიტუტში 1985 წელს. მას ეკუთვნის 60 პუბლიკაცია, რომლებიც ეხებიან გაუსის ზომის თეორიას, ვექტორული სტაციონარული პროცესების თეორიას და ვექტორული შესაკრებების გადანაცვლებებთან დაკავშირებულ უტოლობებს. იგი თანაავტორია მონოგრაფიის „ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში“. 1996-2019 წლებში იყო ვიზიტორი პროფესორი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა 15 სტატია. იყო პროექტების SRNSF, FR/539/5-100/13 და GNSF/ST08/3-384 ხელმძღვანელი და ინიციატორი. არის უკრაინული ჟურნალის „სტოქასტური პროცესების თეორია“ სარედაქციო საბჭოს წევრი.



სამეცნიერო ინტერესები
  • ფუნქციონალური ანალიზი, ალბათობა, სტატისტიკა