გურამ ცერცვაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის თეორიული განყოფილების  გამგისა (1965-1995წწ) და მათემატიკური  კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგის (1998-2006წწ) თანამდებობებზე. სპეციალისტია მათემატიკური კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის დარგში.

სამეცნიერო ინტერესები
  • მათემატიკური კიბერნეტიკა და ინფორმატიკა, კერძოდ ავტომატების თეორიის ქცევით ასპექტები, ანბანურ სისტემების თეორია და სხვა