მაქვს მათემატიკოსის (თსუ, 1994 წ.), მენეჯერის (სტუ, 1998 წ.) კვალიფიკაცია, 2006 წ.მომენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი (სტუ), 2006 წ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სტუ).

შრომითი საქმიანობა დავიწყე სტუ-ში 1994 წ. 2007 წ-დან ვარ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთ. სპეციალისტი, 2009-2013 წწ. ვიყავი სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, 2015 წლიდან დღემდე  ვარ სტუ-ს პროფესორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი 1994 წლიდან. ვარ 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მ. შ. მონოგრაფიის, სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების. ჩემი კვლევის ინტერესები ძირითადად მოიცავს კვლევის მეთოდებს, განათლების ხარისხს, შრომის ბაზარს.

სამეცნიერო ინტერესები
  • კვლევის მეთოდები
  • განათლების ხარისხი
  • შრომის ბაზარი