მთავარი მეცნიერ თნამშრომელი

ნელი მახვილაძე


დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული. დისერტაცია მოამზადა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიცვა 1980 წ. მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტში.

2006 წლიდან არის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორი. 2010 წლიდან ტექინფორმი შეუერთდა სტუ-ს. იგი ხელმძღვანელობს ტექინფორმის სახელმწიფო სამოქმედო პროგრამას: ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პროცესების აღწერის, მონიტორინგისა და მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ინტეგრირებული საინფორმაციო ანალიზური სისტემის განვითარება, გაძღოლა და შესაბამისი სტატისტიკურ-მათერმატიკური მოდელირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიურ (IT) საშუალებათა შემუშავება.

მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სამეცნიერო და საინფორმაციო ანალიზი, მეცნიერებათმზომელობა, სამეცნიერო რეიტინგის დადგენა, საინფორმაციო პროცესების მენეჯმენტი, საერთაშორისო კონფერენციები და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი.

მახვილაძის ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო პროდუქციის აღმწერი ბაზები - საქართველოს მეცნიერები/ექსპერტები, საქართველოს სამეცნიერო კვლევები და პროექტები, საქართველოს პუბლიკაციები, ინოვაციები და ტექნოლოგიები და სხვ.

ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის - ICSTI პროექტებს (ადამიანის საარსებო გარემო; ანალიზი: მეცნიერება, ტექნიკა, ბიზნესი).

მონაწილეობდა ISTC (Internationale Scientific-Technical Centre)-ის მეცნიერთა სწავლების პროგრამაში კვლევითი სამუშაოების კომერციალიზაცია.

ჩატარებული აქვს საერთაშორისო კონფერენციების სერია “Telematics Caucasus”.

იყო ბრიტანეთის სამეფოს DFID-ის პროექტის “British Books for Managers” კოორდინატორი საქართველოში.

არის სამეცნიერო გამოცემების - ჟურნალების, მონოგრაფიების რედაქტორი.


სამეცნიერო ინტერესები
  • საინფორმაციო ანალიზი; საინფორმაციო სისტემები და პროექტები; ბიბლიომეტრია; მეცნიერების მხარდაჭერა, საერთაშორისო სივრცეში ინგეტრირების ხელშეწყობა; ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგია.