უფროსი მეცნიერ თანამშრომელი


ვარ ინჟინერ - ტექნოლოგი, 1995წ.-დან - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი) დაკონსერ­ვებუ­ლი კვების პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით, მაქვს დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით “უალკო­ჰოლო და ალკოჰოლიანი კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია“ (2001წ.).

წლების განმავლობაში ჩემი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ხილკენკროვნები და ბოსტ­ნე­უ­ლი; მათი გადამუშავების პროდუქტები (ვიყავი ძირითადი შემსრულებელი, პროექტის ხელმძღ­ვანელი). კვლევა მოიცავდა კვების მრეწველობის ფართო სპექტრს. ვიკვლევდი ხილბოსტნეულის ბიოქიმიურ შედგენილობას და მათგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მათ შორის ბავშვთა კვებისათვის) დამზადების მიზანშეწონილობას. ასევე ხილბოსტნეულის შენახვისუნარიანობასა და შენახვისას ხილბოსტნეულსა და მის გადამუშავების პროდუქტებში მიმდინარე ქიმიურ ნაერთთა გარდაქმნებს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შემუშავებული მაქვს მათი გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიე­ბი, მათზე დამუშავდა ნორმატიული დოკუმენტები (სტანდარტები და დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციები).

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია აკადემიურ ჟურნალებსა (მათ შორის უცხოურშიც) და შრომების კრებულებში. ვარ 80 სამეცნიერო ნაშრომის, 2 პატენტის, 14 მეთოდური მითი­თე­ბის (ლაბორატორიული და საკურსო სამუშაოს შესასრულებლად) ავტორი; ერთი წიგნისა და 2 ბროშურის რედაქტორი.წლების განმავლობაში მონაწილეობა მივიღე 20-ზე მეტ სამეცნიერო კონფერენ­ცია­ში, მათ შორის 16 საერთაშორისოში ქ. ასტრახანში, თბილისსა და ქუთაისში.

ამჟამად ვმუშაობ ხილბოსტნეულის გადამუშავების პროდუქტების სასარგებლო თვისებების გაუმჯობესების საკითხებზე. კვლევა ორიენტირებულია კვების პროდუქტების შემადგენლობის დაბალანსებისა და ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსებით მათი გამდიდრებისაკენ; ნატურალური, ფუნქციონალური პროდუქტების შექმნისაკენ.

 



სამეცნიერო ინტერესები
  • ხილბოსტნეულის შენახვა და გადამუშავება, მათი ბიოქიმია