მეცნიერ თანამშრომელი

მაია კობახიძე, ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, მუშაობს ბიოტექნოლოგიის ჯგუფში მიკრობიოლოგიური მიმართულებით. დამთავრებული აქვს დოქტურანტურა სპეციალობით სას.სამ. ცხოველთა და ფრინველთა მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია, ეპიზოოტოლოდია, პარაზიტოლოგია. მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სტაჟი მოიცავს 35 წელს. ასწავლიდა ცხოველთა ეპიზოოტოლოგიისა და ვეტ.საქმის ორგანიზაცია-ეკონომიკის საგნებს საქ.სახ.ზოოვეტერინარული ინსტიტუტის და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტებზე. პარალელურად ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას, კერძოდ, 1997-2008 წწ-ში მუშაობდა ვეტერინარულ კორპორაციებში "ვიტ ჯორჯია" და "აქვატერა" მთავარ ვეტერინარ სპეციალისტად. 2008-2009 წწ-ში პირველ ვეტერინარულ კლინიკაში ხელმძღვანელობდა ვეტერინარ ექიმთა გადამზადების კურსებს. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა რამოდენიმე სასწავლო-მეთოდური საშუალება და დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის.

მაია კობახიძის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სფერო მოიცავს ვეტერინარული მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის საკითხების შესწავლას, ცხოველთა და ფრინველთა გადამდები და არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ლიკვიდაციის პრობლემების გადაჭრას, ცხოველთა კვების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას. ასევე, ნიადაგისა და მცენარეთა მიკრობიოლოგიური კვლევის საკითხებს.

სამეცნიერო ინტერესები
  • ბოსტნეული კულტურების, ნიადაგისა და ფესვის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოპრეპარატების მოქმედების შესწავლა