ნუგზარ ბაღათურია

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები- ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ქიმია, ტექნოლოგია და ექსპერტიზა. მეცნიერების აღნიშნული მიმართულებებით გამოქვეყნებული აქვს 21 მონოგრაფია, 28 გამოგონება, და მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. ინსტიტუტში ამჟამად ხელმძღვანელობს ღვინისა და ჭაჭის არყის დეპარტამენტს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები ბიო ღვინისა და ბიო ალკოჰოლიანი სასმელების (ჭაჭის არაყი, ვისკი) ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. ასევე მუშავდება ადგილობრივი ნედლეულის რესურსების გამოყენებით ნატურალური საკვები არომატიზატორების (ეთეროვანი ზეთები, სპირტიანი ნაყენები) წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიზანია საქართველოში არსებული კვების პროდუქტების არსებული ტექნოლოგიების სრულყოფა, მეორადი ნედლეულის გამოყენებით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ( მათ შორის ანტიოქსიდანტური ) წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა.

სამეცნიერო ინტერესები
  • ნაკლებად დაჟანგული სუფრის ღვინოების ტექნოლოგიის შექმნა
  • ციტრუსოვანთა არასტანდარტული ნაყოფებიდან პურის ნატურალური დანამატის მიღების ტექნოლოგიის გამოკვლევა
  • ბალახოვანი ეთერზეთოვანი ნედლეუილის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის გამოყენების 500-600 ჯერ გაზრდას
  • ვარდის ეთეროვანი ზეთის გამოსავლის 2-3 ჯერ გაზრდის მიზნით ვარდის ფერმენტაციის პროცესის გამოკვლევა ანაერობულ პირობებში
  • კოლხური ბიო ღვინის წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა მზა პროდუქტციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
  • ალკოჰოლიანი სასმელების (არაყი, ვისკი, ბრენდი) დავარგების პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის დამუშავება მიზნობრივი პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით
  • ნატურალური საღებავების წარმოების ტექნოლოგიის გამოკვლევა ადგილობრივი ნედლეუილის რესურსების გამოყენებით (მოცვი, ჭარხალი, სტაფილო)