ლია კოტორაშვილი, ასოცირებული პროფესორი. კვების პროდუქტები

1982 წელს წარჩინებით დავამთავრე სტუ ქიმიური ნივთიერებების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დიპლომი წარჩინებით Г-I № 172173) და მომენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1983 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ამჟამად ვარ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2009 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი (დოქტორის დიპლომი GSAU № 000017 ) - კვების პროდუქტების ტექნოლოგიების სპეციალობით.

სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული მაქვს 89 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო.

პედაგოგიურ მოღვაწებას ვეწევი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

გავლილი მაქვს კვალიფიკაციის კურსები - სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სპეციალობით პროდუქციის სერტიფიკაცია, სერტიფიკაციის ორგანო და საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაცია (წარჩინებით).

ჩემს სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და უვნებლობის პროცესების შესწავლა, ნორმების დადგენა; პროდუქციის ფალსიფიკაციის დადგენის მეთოდების შერჩევა; ნატურალური საკვები დანამატების: საღებავების, არომატიზატორების, შემასქელებლების და სხვ. წარმოების რაციონალური ტექნოლოგიების დამუშავება და მათი გამოყენების სფეროების განსაზღვრა; ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და კომერცალიზაციის ძირითადი მიმართულებები საქართველოს კვების მრეწველობაში და ა. შ.

1988 წელს მიღებული მაქვს ვერცხლის მედალი მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (მოწმობა № 34715).

2009 წელს მიღებული მაქვს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის საპატიო სიგელი. 

2019 წელს ამირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტად.კვლევის ინტერესები: ღვინო, საკვები დანამატები


სამეცნიერო ინტერესები
  • ლია კოტორაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და უვნებლობის პროცესების შესწავლა, ნორმების დადგენა; პროდუქციის ფალსიფიკაციის დადგენის მეთოდების შერჩევა; ნატურალური საკვები დანამატების: საღებავების, არომატიზატორების, შემასქელებლების და სხვ. წარმოების რაციონალური ტექნოლოგიების დამუშავება და მათი გამოყენების სფეროების განსაზღვრა; ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და კომერცალიზაციის ძირითადი მიმართულებები საქართველოს კვების მრეწველობაში და ა. შ.
  • შხამ-ქიმიკატების გავლენა ყურძნისა და მისი გადამუშავების პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობაზე , ვაზის სხვადასხვა დაავადებების გავლენა ყურძნისა და ღვინის ხარისხზე