ელენე მენაბდე-ჯობაძე

ელენე მენაბდე ჯობაძე - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1988 წლიდან დღემდე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი. არის ორმოცდაცხრა სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის), ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი და ორი მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდაცხრა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციაში. არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის ათზე მეტი სილაბუსის ავტორი: „საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა“, „საზღვარგარეთის ქვეყნების ინსტიტუციური სისტემები“, „ეკონომიქსი“, „დარგობრივი ლექსიკა (ეკონომიკა, ბიზნესი)“, „შესავალი ეკონომიკაში“, „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“, „თანამედროვე ეკონომიკური თეორიები“, „ეკონომიკური პოლიტიკა“, „ინსტიტუციური ეკონომიკა“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია და ოცზე მეტი სამაგისტრო ნაშრომი. არის ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ეკონომიკის სახელმწიფო მართვის რეტროსპექტივა და პერსპექტივა სისტემური ანალიზის კონტექსტში”. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა პოლიტეკონომიის სპეციალობით. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე: 1980-1983 წლებში ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. 1983-1987 წლებში კინოს სპეციალობით (ოთარ იოსელიანის, შემდეგ ბუბა ხოტივარის კლასი). 1982 წლიდან 1990 წლამდე, იყო მერაბ მამარდაშვილის მიერ თსუ-ში წაკითხული სალექციო კურსების მსმენელი და თსუ-ს ასპირანტებისთვის სპციალური კურსის წაკითხვის მოთხოვნის ერთ-ერთი ინიციატორი. მის პიროვნულ და ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაზე ამ წლებმა უდიდესი როლი იქონია. 

სამეცნიერო ინტერესები
  • ეკონომიკური თეორია
  • მაკროეკონომიკა
  • ეკონომიკური პოლიტიკა
  • ინსტიტუციური ეკონომიკა
  • ეკონომიკური განვითარება
  • თანამედროვე ეკონომიკური თეორიები