დავიბადე 1976 წელს ქ. სენაკში. 1993 წელს დავამთავრე ქ. სენაკის მე-5 საშუალო სკოლა წარჩინებით და ამავე წელს მოვეწყვე საქართველოს აგრაული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1998 წელს წითელ დიპლომზე და მომენიჭა ინჟინერ-ეკოლოგის კვალიფიკაცია. 1998 წელს ჩავაბარე ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 2001 წელს მუშაობა დავიწყე ამავე უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის კათედრის უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად. 2003 წელს საქართველოს სახელმწფიო აგრარულ უნივერსიტეტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “დამშრობ მარეგულირებელ არხებს შორის მანძილების დადგენა ფილტრაციის საწყისი გრადიენტის გათვალისწინებით" და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტში არჩეული ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. 2006 წლიდან დღემდე ასევე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, 2015 წლიდან მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე. 2018 წლიდან დღემდე გახლავართ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ჰიდრომელიორაციის მიმართულების დარგობრივი ჯგუფის წევრი. აქტიურად ვთანამშრომლობ ადგილობრივ და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და პროფესიულ დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან გამოქვეყნებული მაქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 სახელმძღვანელო.
მყავს მეუღლე და სამი შვილი.
- გარემოს დაცვა
- ირიგაცია
- დრენაჟი
- წყლის რესურსების ინტეგრარული მართვა