ნინო ჯვარელია
მე, ნინო ჯვარელია, დავიბადე 1947 წელს ქ.თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის სპეციალობაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიმენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1987 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, 2006 წლიდან ვარ აკადემიური დოქტორი.
ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში პროფესორად. მყავს ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.
სამეცნიერო ინტერესები
- საგანგებო სიტუაციები, შრომის უსაფრთხოება