რობერტი დიაკონიძე

ინჟინერ-ჰიდროლოგი, ჰიდროტექნიკოსი, ეკოლოგი, მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი და სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

რობერტ დიაკონიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰიდროლოგიური და გარემოს დაცვითი მეცნიერებების განვითარებაში. იგი ავტორია 95-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა: ოთხი მეთოდური რეკომენდაცია, სამი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. დამუშავებული აქვს ახალი საანგარიშო მეთოდიკა მდინარეთა მყარი ნატანის, ღვარცოფული ხარჯებისა და წყალდიდობების პროგნოზული სიდიდეების საანგარიშოდ. მონაწილეობდა 30-ზე მეტი სამეცნიერო თემის დამუშავებაში, მათ შორის შვიდი დამუშავებულია უშუალოდ მისი ხემძღვანელობით. იგი აქტიურად მონაწილეობდა 15-ზე მეტი სამეცნიერო საგრანტო პროექტების დამუშავებაში, მათ შორის ოთხის ხელმძღვანელი თავად იყო. მის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებში დამუშავებული აქვს მეტად აქტუალური საკითხები გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის შავი ზღვის პრობლემების შესწავლაში, როგორებიცაა: ზღვის წყლისა და მასში ჩამდინარე მდინარეების წყლის ხარისხი; ზღვაში გოგირდწყალბადის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ის პრაქტიკულად მონაწილეობდა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფული მოვლენის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების (70-მდე ღონისძიება) დამუშავებაში. უშუალოდ იყო ჩართული ქ. თბილისში 2015 წელს მდინარე ვერეზე მომხდარი სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავებაში. სწორედ მათი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რეკომედანდაციების განხორციელება ჩათვალა მთავრობამ მიზანშეწონილად.

რობერტ დიაკონიძე, როგორც პროფესორი, უკვე მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ასევე მრავალმხრივია საზოგადოებრივ საქმიანობაში მისი ჩართულობა.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჰიდროლოგია
  • ეკოლოგია
  • გარემოს დაცვა