მანანა მოისწრაფიშვილი

პროფესიით ვარ მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. ჩემი სამუშაო სტაჟი არის 36 წელი. ვმუშაობ როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სფეროში. სხვადასხვა პერიოდში მაქვს შესრულებული საინვესტიციო პროექტების მოსაზრებები, ექსპერტიზები, საინჟინრო პროექტები და ჩემი ხელმძღვანელობით მომზადებულია და დაცულია არაერთი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი. 2007 წლიდან ვარ სს საქართველოს რკინიგზის კონსულტანტი ტექნიკურ და საგანმანათლებლო საკითხებში, 2013 წლიდან ვარ განათლების ექსპერტიც როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ დონეზე. 2019 წლიდან ვარ საინჟინრო აკადემიის მრჩეველი, სხვადასხვა პერიოდში ტრანსპორტის და ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის დარგობრივი საბჭოების წევრი, 2024 წელს გახლდით ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფების წევრი..



სამეცნიერო ინტერესები
  • • საქართველოში საინჟინრო მიმართულებების განათლების ხარისხის განვითარების საკითხების კვლევა; • საგზაო ინჟინერიის სპეციალისტების მომზადებისთვის კურიკულუმების და სილაბუსების სრულყოფის საკითხები, დამსაქმებელთა ინტერესების კვლევა. • მთიან პირობებში საავტომობილო გზების, რკინიგზების, ხელოვნური ნაგებობების, ვიწროლიანდიანი რკინიგზების დაპროექტება და საქართველოს პირობებისათვის მისი ნორმატიულ- ტექნიკური ბაზის შექმნა; • საომარი მოქმედებების დროს რკინიგზების მოშლა-აღდგენის საკითხები. • საქრთველოს რკინიგზის გამზიდ და გამტარუნარიანობის გაზრდის ღონისძიებების შემუშავება. • პროექტების ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის შეფასება მულტიკრიტერიული ანალიზითა და ოპტიმიზაციის ამოცანების (მათემატიკური მოდელირება) გადაწყვეტით, ეკოსისტემის კომპენსატორულობის კოეფიციენტის შემუშავება გრძივი ხაზობრივი ნაგებობების (რკინიგზები, საავტომობილო გზები) დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლუატაციის სამუშაოების გარემო ბუნების წონასწორობის მაქსიმალური აღდგენის მოზნით; • რკინიგზების რესტრუქტურიზაციისა და რეფორმირების მსოფლიო გამოცდილების შედეგების კვლევა.