მიხეილ გაბუნია 2010 წლიდან ეწევა სამეცნიერო- პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. 2017 წლიდან საქართველს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. მეცნიერის კვლევის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე კრიმინოლოგია და აღდგენითი მართლმსაჯულება.თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს, არის 21 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღვანელოს, ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და მონოგრაფიის თანაავტორი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მონაწილეობა თანამედროვე კრიმინოლოგიისა და აღდგენითი მართლმსაჯულების უმაღლესი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. არის აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის წევრი. პირველთანრიგოსანი სპორტულ სახეობა ცურვაში, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჩემპიონატის მონაწილე და პრიზიორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • სისხლის სამართალი
  • კრიმინოლოგია
  • აღდგენითი მართლმსაჯულება