რევაზ თევზაძე დაიბადა 1956 წელს ქ. სამტრედიაში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის 54 საშ. სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა1978 წელს.   1978-1982 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასპირანტურაში მათემატიკური  ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების მიმართულებით.  

1988 წელს რევაზ თევზაძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ოპტიმალობის აუცილებელი პირობები განზოგადოებული მართვების მქონე დიფუზიური პროცესებისთვის“ ვილნიუსის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში , ხოლო 2003 წელს - სადოქტორო დისერტაცია "სემიმარტინგალური შექცეული განტოლებები და ბელმანის განტოლებები დაკავშირებული მათემატიკური ფინანსების ზოგიერთ ამოცანასთან" თბილისის  ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი  მათემატიკის  ინსტიტუტში. 

რევაზ თევზაძე სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამავე დროს არის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

რევაზ თევზაძე 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, მათემატიკური ფინანსები, მათემატიკური ფიზიკა.

სამეცნიერო ინტერესები
  • სტოქასტური ანალიზი
  • ოპტიმალური მართვის თეორია
  • მათემატიკური ფინანსები
  • მათემატიკური ფიზიკა.