დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბიოკიბერნეტიკის ლაბორატორიაში ვმუშაობდი ჯგუფში, რომელიც ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატ დავით დანელიას ხელმძღვანელობით იკვლევდა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ზემოქმედების შედეგად ნეირონის ელექტრული აქტივობის ცვლილებებს ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემისა და უჯრედული მეხსიერების შესწავლის მიზნით (ექსპერიმენტები სტანდარტული მიკროელექტროდული მეთოდიკის გამოყენებით, ექსპერიმენტის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შექმნა, იმიტაციური მოდელირება).

ვმონაწილეობდი დელფინის მიერ მცირე ზომის ობიექტებიდან არეკლილი ექოსიგნალების გამოცნობის ბიონიკური მოდელის შექმნაში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ნეირონებში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ინფორმაციული პროცესები
  • უჯრედული მეხსიერების მექანიზმები
  • იმიტაციური მოდელირება