მე, როლანდ შოთას ძე ბაკურაძე 1941 წლის 1 იანვარ სდავიბადე ხოონის რაიონის სოფელ ხიდში.

1958 წელს ოქროს მედლით დავამთავრე ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის საშუალო სკოლოა.

1966 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტქნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი..     

1976 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1966 წლის იანვრიდან 1969 წლის აგვისტომდე ვმუშაობდი თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ჯერ ლაბორნტის, ხოლო შემდეგ ინჟენერ ტექნოლოგის თანამდეობაზე.

1969 წლის აგვისტოდან 1872 წლის მაისამდე ვმუშაობდი თბილისის ტელეგრაფული აპარატების ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად.

1972 წლის მასიდან 1986 წლის ოქტომბრამდე ვიყავი კიბრნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი

1986 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვარ კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

1983-1988 წლებში სტაჟირება გავიარე სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ა. ნესმიანოვის სახელობის ელემეტოორგანულ ნაერთთა ქიმიის ინსტიტუტში.               

ჩემი სამეცნიერო მუშაობა ძირითად მიმდინარეობს ორი მიმართულებით: 1. კვანტური ქიმია; 2.დიფერენციალური განტოლებები.

ჩემი ჰობია საქართველოს ისტორია და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ვარ ბიბლიოფილი. ახალგაზრდობაში მიყვარდა ზურგჩანთით საქართველოს მთა-ბარში სიარული.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი სამეჩნიერო მუშაობა მიმდინარეობს ძირითად ორი მიმართულებით: დიფერენციალური განტოლებები და კვანტური ქიმია.
  • ჩემი სამეცნიერო მუშაობის ინტერესია აგრეთვე გრადიენტული ოპტიკა და მისი მათემატიკური მოდელის შექმნა