ზაირა ბერიკიშვილი მეცნიერ თანამშრომელი. სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების მეთოდები ხელოვნური ინტელექტის პრობლემების კვლევებში.
ჯგუფი, რომელშიც მე ვმუშაობ იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ პრობლემებს. აგრეთვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი სისტემების შექმნაზე; ინტერესების სფეროს შეადგენს: სემანტიკური ინფორმაციის რაოდენობრივი შეფასების მეთოდები; ინდუქციური ლოგიკის საბაზისო ოპერატორი და ინდუქციური გამოყვანის პროცესორი; ამ პროცესორის ბაზაზე ისეთი აქტუალური პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, რომლებიც დაკავშირებულია სწრაფად მიმდინარე პროცესების მართვასთან და, საერთოდ, დროის რეალურ მასშტაბში მუშაობასთან. ინტერესების სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი კიბერნეტიკული მოწყობილობები, როგორიცაა ინტელექტუალური მიმყოლი სისტემები; უპილოტო ნავიგაციის სისტემები, ჩაის ფოთლის შერჩევით საკრეფი რობოტული სისტემები.
- სახეთა ამოცნობის სტატისტიკური ალგორითმები; ხელოვნური ინტელექტის პრობლემების კვლევა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი ამოცანები