ირინე კამკამიძე, მეცნიერ თანამშრომელი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი სისტემები

ჯგუფი, რომელშიც მე ვმუშაობ იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ პრობლემებს. აგრეთვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითი სისტემების შექმნაზე; ინტერესების სფეროს შეადგენს: სემანტიკური ინფორმაციის რაოდენობრივი შეფასების მეთოდები; ინდუქციური ლოგიკის საბაზისო ოპერატორი და ინდუქციური გამოყვანის პროცესორი; ამ პროცესორის ბაზაზე ისეთი აქტუალური პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, რომლებიც დაკავშირებულია სწრაფად მიმდინარე პროცესების მართვასთან და, საერთოდ, დროის რეალურ მასშტაბში მუშაობასთან. ინტერესების სფეროს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი კიბერნეტიკული მოწყობილობები, როგორიცაა ინტელექტუალური მიმყოლი სისტემები; უპილოტო ნავიგაციის სისტემები, ჩაის ფოთლის შერჩევით საკრეფი რობოტული სისტემები.

 

სამეცნიერო ინტერესები
  • სახეთა ამოცნობის ალგორითმები და მათი რეალიზაციის პრაქტიკული დანიშნულების სისტემები; ხელოვნური ინტელექტის პრობლემების კვლევა და გამოყენებითი ამოცანები