კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილებაში ვმუშაობ 1984 წლიდან. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის წევრი. აქ გაერთიანებულ კვლევით ჯგუფთან ერთად ვმონაწილეობ ახალი თაობის ფუნქციური და სტრუქტურული მასალების, ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკების სინთეზში. ჩვენ ლაბორატორიაში შექმნილი ავტომატური უწყვეტი ტექნოლოგიური დანადგარის მეშვეობით, ქიმიური თანადალექვის მეთოდით, ვახორციელდებთ სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მოდიფიცირებული, სტაბილური, ბიოთავსებადი, მაგნიტურ ველში მართვადი, ბიოსამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების სინთეზს. სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის მიერ ხდება მიღებული მასალის ფიზიკურ-ქიმიური, ბიოსამედიცინო პარამეტრების კვლევა- მაგნიტური ნანოსითხეების " in vitro" ბაქტერიციდული და " in vivo" კანცეროთერაპიული ეფექტების შესწავლა. ჩვენი მიზანია ისეთი ნანოსისტემების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამკურნალო პრეპარატების მიზანმიმართულ მიწოდებას დაზიანებულ უბანში. თერანოსტიკული ნანოსისტემის შექმნის მიზნით, ზოგადად, და ჩვენ განყოფილებაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიაში მიღებული სამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკების შემდგომ მულტიმოდიფიცირებას.



სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოსამედიცინო გამოყენების მაგნიტური ნანონაწილაკები
  • ნანოტექნოლოგიები და ნანომასალები
  • ნანომედიცინა და თერანოსტიკა
  • სამეცნიერო ჯგუფის კვლევის ინტერესს წარმოადგენს ახალი თაობის, ბიოსამედიცინო დანიშნულების, აღწარმოებადი მაგნიტური ნანონაწილაკების სინთეზი, ქიმიური თანადალექვის ტექნოლოგიის ოპტიმიზება, ნაწილაკების მულტიმოდიფიცირება ტერანოსტიკული ნანოსისტემის შექმნის მიზნით და შემდგომი კვლევა.