1962 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე კიბერნეტიკის ინსტიტუტის კიბერნეტიკის განყოფილებაში. 1963 წლიდან 1996 წლამდე ვმუშაობდი ნახევარგამტარული ელექტრონული ხელსაწყოების ფიზიკის განყოფილებაში, სადაც სამეცნიერო - კვლევით ჯგუფში ვიკვლევდი GaP საფუძველზე შექმნილი ელექტროლუმინესცენტური დიოდების ელექტროოპტიკურ თვისებებს, გამოსხისების სპექტრებს და გამოსხივების სპექტრების შესაძლი მექანიზმებს. 1996 წლიდან დღემდე, კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის განყოფილებაში, ვმონაწილეობ იშვიათმიწათა იონებით აქტივირებული არაორგანულუ, სინთეზირებული ოპტიკური მინების , მათგან გამოწელილი ოპტიკური ბოჭკოსაგან შექმნილი ფოტონური სტრუქტურების ფოტოფიზიკური თვისებების კვლევასა და მათგან მიღებული ფოტონური სტრუქტურების ფუნქციონირების არსის დადგენაში. კვლევები მიმდინარეობს ოპტიკური სპექტროსკოპიის მეთოდით.

ფოტონიკის ფუნქციონალური ხელსაწყოები გამიზნულია ოპტიკური კავშირების სისტემების გამტარუნარიანობის საიმედობის არსებითად ამაღლებისა და ინფორმაციის დამუშავების სისტემების სწრაფმოქმედების გაზრდისათვის.. ამ ელემენტების ბაზაზე შესაძლებელია გარემოს მონიტორინგი, ლოგიკური ელემენტების შექმნა დქა სხვა.

სამეცნიერო ინტერესები
  • 1.არაორგანული მინები; 2.ოპტიკური ბოჭკო; 3. ფოტონური სტრუქტურები; 4.მასალები ,რომელთა საფუძველზე იქმნება ფუნქციონალური ფოტონური სტრუქტურები; 5. რასტრები.