ვლადიმერ ტარასაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორია/ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
ჩემი კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო კვლევების მიზანია პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული მეთოდების: პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის არადესტრუქციული ტესტირებისა და პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მიკროკოპიის შემდგომი განვითარება და სრულყოფა. ეს მეთოდები წარმოადგენენ ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური კვლევების ახალ, მაღალმგრძნობიარე და უზუსტეს მეთოდებს. პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური ჰოლოგრაფიული მიკროსკოპიის ინოვაციური მეთოდები პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული და პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მიკროკოპიის მეთოდების კომბინირებაა. ეს მნიშვნელოვნად აფართოებს ჰოლოგრაფიული მეთოდების გამოყენების სფეროს. მეთოდების უპირატესობას წარმოადგენს მისი უნივერსალურობა ‒ გამოიყენება ნებისმიერი, ლუმინესცერებადი და საკუთარი ლუმინესცენციის არმქონე ნანოობიექტებისათვის, მეტალების (მაგნიტური, არამაგნიტური), არამეტალების, ზედაპირის ნებისმიერი ხარისხით დამუშავებული ნაკეთობებისათვის, ასევე საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ლუმინესცენციის უნარის მქონე ანიზოტროპულ-გიროტროპიული სისტემების მორფოლოგიური პარამეტრების კვლევა, დიაგნოსტიკა, არამრღვევი ტესტირება, რაც შეუძლებელი იყო კლასიკური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრის მეთოდებით. პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მარეგისტრირებელი არეების გამოყენება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ამოცანებში პირველად შემოთავაზებული https://elibrary.ru/item.asp?id=32091340 და განხორციელებული იყო https://link.springer.com/article/10.1134/S0030400X18100259 ჩემი კვლევითი ჯგუფის მიერ.
მე დიდი ხანია ვაწარმოებ პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის, პოლარიზებული ლუმინესცენციის ფენომენზე დაფუძნებული ინფორმაციის მატარებელი მულტიპლექსური, ზღვრულად დიდი ტევადობის ელემენტის რეალიზების შესაძლებლობის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს, სხვადასხვა ვექტორული მეთოდით. უშუალოდ ჩემ მიერ: არის შექმნილი ოპტიკური სქემები არაპოლარიზებული სინათლის წყაროთი პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული 3D ინტერფეროგრამების ჩაწერისათვის გამჭოლ და შემხვედრ კონებში; ლაბორატორიული ოპტიკური დანადგარები, არეებში პოლარიზებული ლუმინესცენციის ანიზოტროპულ-გიროტროპული პარამეტრების გაზომვისათვის არადესტრუქციული პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული და სხვა ვექტორული მეთოდების კომბინაციით.
- პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრია
- პოლარიზებული ლუმინესცენცია, შთანთქმისა და ლუმინესცენციის ანიზოტროპული ბუნების შესწავლა
- მიკროსტრუქტურის მქონე ზედაპირების არაერთგვაროვნების კვლევა
- გამოსხივების უხილავ უბანში ჩაწერილი ჰოლოგრაფიული გამოსახულებების ვიზუალიზაცია