ვალენტინა შავერდოვა

ვალენტინა შავერდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,           ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორია/ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი


ჩემი კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო კვლევების მიზანია პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული მეთოდების: პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის არადესტრუქციული ტესტირებისა და პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მიკროკოპიის  შემდგომი განვითარება და სრულყოფა. ეს მეთოდები წარმოადგენს ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური კვლევების ახალ, მაღალმგრძნობიარე და უზუსტეს მეთოდებს და მნიშვნელოვნად აფართოებს ჰოლოგრაფიული მეთოდების გამოყენების სფეროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიაში მარეგისტრირებელი არე გვევლინება საობიექტო ტალღის პოლარიზაციის მდგომარეობაზე ინფორმაციის ჩამწერ ძირითად საშუალებად და ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰოლოგრამის მიერ ობიექტის ადეკვატური გამოსახულების ფორმირებაში. ამ ასპექტში, ახალი ტიპის პოლარიზაციულად მგრძნობიარე, მაღალეფექტური მარეგისტრირებელი არეების მოძიების და კვლევის პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიაში.


პოლარიზაციულად მგრძნობიარე არეებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნივთიერებებს, რომელთაც ახასიათებთ პოლარიზებული ლუმინესცენციის უნარი (ვეიგერტ-ეფექტი); მათ გააჩნიათ შემდეგი უპირატესობანი: ზემაღალი მგრძნობიარობა, გამოძახილის უდიდესი სიჩქარე, ბიოლოგიურ პროცესებთან შეთავსება, ზემაღალი გარჩევისუნარიანობა. პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მარეგისტრირებელი არეების გამოყენება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ამოცანებში პირველად შემოთავაზებული https://elibrary.ru/item.asp?id=32091340 და განხორციელებული იყო https://link.springer.com/article/10.1134/S0030400X18100259 ჩვენი კვლევითი ჯგუფის მიერ. მაქვს დიდი გამოცდილება ახალი ტიპის პოლარიზაციულად მგრძნობიარე, მაღალ ეფექტური, დინამიური და სტაბილური მარეგისტრირებელი არეების მიღებისა და კვლევის მეთოდების შექმნა-სრულყოფაში. წლების განმავლობაში ჩემი უშალო მონაწილეობით ხორციელდება/ხორციელდებოდა პერსპექტიული მატარებლების ანიზოტროპული და ჰოლოგრაფიული თვისებების ოპტიმიზაცია. 

სამეცნიერო ინტერესები
  • პოლარიზებული ლუმინესცენცია
  • პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრია
  • მაღალეფექტური, ახალი ტიპის პოლარიზაციულად მგრძნობიარე მაეგისტრირებელი არეების მიღება და კვლევა
  • ანიზოტროპულ-გიროტროპული პარამეტრების განსაზღვრის სენსიტომეტრია