ანა ფურცელაძე

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

 

ჩემი კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო კვლევების მიზანია პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული მეთოდების: პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის არადესტრუქციული ტესტირებისა და პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მიკროკოპიის  შემდგომი განვითარება და სრულყოფა. ეს მეთოდები წარმოადგენენ ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური კვლევების ახალ, მაღალმგრძნობიარე და უზუსტეს მეთოდებს და

საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ლუმინესცენციის უნარის მქონე ანიზოტროპულ-გიროტროპიული სისტემების მორფოლოგიური პარამეტრების კვლევა, დიაგნოსტიკა, არამრღვევი ტესტირება, რაც შეუძლებელი იყო კლასიკური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრის მეთოდებით. პოლარიზაციულ-ლუმინესცენტური მარეგისტრირებელი არეების გამოყენება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ამოცანებში პირველად შემოთავაზებული https://elibrary.ru/item.asp?id=32091340 და განხორციელებული იყო https://link.springer.com/article/10.1134/S0030400X18100259 ჩვენი კვლევითი ჯგუფის მიერ.

ჩემი მონაწილეობით შემუშავებული და განვითარებულია თეორიული მოდელები, რომელებიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს არასტაციონარულ ანიზოტროპულ გარემოში გავრცელებული სინათლის ველის პოლარიზაციის მდგომარეობის ანალიზი და განისაზღვროს ოპტიკური სისტემის მიერ ფორმირებული ნაწილობრივად პოლარიზებული სინათლის პოლარიზაციის ხარისხი. უშალოდ ჩემ მიერ: გადაწყვეტილია ჰოლოგრამის ტალღური ველის ანიზოტროპული მახასიათებლების მიმართ აპოსტერიორული ცდის გაფართოებული კონცეფციის რეალიზაციის შესაძლებლობა მარეგისტრირებელი სრულად არაპოლარიზებელი სინათლის წყაროს გამოყენების შემთხვევაში და ნაჩვენებია ამ კონცეფციის რეალიზების შეუძლებლობა სრულად პოლარიზებული მარეგისტრირებელი სინათლის წყაროს გამოყენების დროს;ჩატარდა მაღალეფექტური, პოლარიზაციულად მგრძნობიარე ლუმინესცენტური დინამიური და სტაბილური მარეგისტრირებელი არეების ანიზოტროპულ-გიროტროპული, ლუმინესცენტური (მაქსიმალური აღგზნება, მაღალი კვანტური გამოსავალი) და ჰოლოგრაფიული (დიფრაქციული ეფექტურობა) თვისებების თეორიული ანალიზი;შემუშავდა ინფორმაციის დამუშავების და გარდაქმნის ლაბორატორიული ციფრული სისტემა, რომელიც შედგება სამი მოდულისაგან: ოპტიკო-მექანიკური, ელექტრონული და პროგრამული.


სამეცნიერო ინტერესები
  • პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ჩაწერა და აღდგენა
  • სინათლის დეპოლარიზაცია არასტაციონარულ ანიზოტროპულ გარემოში და აპოსტერიორული ცდა პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიაში
  • პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის მეთოდის განვითარების და სრულყოფის პრობლემა
  • პოლარიზებული ლემინესცენცის კვლევა