იური მშვენიერაძე,


აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკოსი, სპეციალისტი ელექტრონიკის დარგში.


მშვენიერაძე ლაბორატორიას შეუერთდა 2005 წელს.


მონაწილეობას იღებს ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებში პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის დარგში, მათ შორის იყო ლაბორატორიაში შესრულებული 7 საგრანტო პროექტის ძირითადი შემსრულებელი. მისი მონაწილეობით შექმნილია სხვადასხვა ფოტომეტრული სქემა და ოპტიკური დანადგარები, მათ შორის პოლარიზაციულად-მგრძნობიარე მასალების შესწავლისათვის. დოქტ. მშვენიერაძეს აქცს დიდი გამოცდილება ოპტო-ელექტრონული მოწყობილობების კონსტრუირებასა და შექმნაში.  


კვლევის ინტერესები:


პოლარიზაციული ჰოლოგრაფია, ოპტო-ელექტრონული მოწყობილობები,

პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტები, დინამიური პოლარიზაციული ჰოლოგრაფია,  




სამეცნიერო ინტერესები
  • პოლარიზაციული ჰოლოგრაფია
  • პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტები
  • დინამიური პოლარიზაციული ჰოლოგრაფია
  • ოპტო-ელექტრონული მოწყობილობები