ზურაბ ვარდოსანიძე

ვაწარმოებ და ვუძღვები სამუშაოებს მაღალმშთანთქმელ, ფაზურ შუქმგრძნობიარე მასალებში და ვეიგერტის ეფქტის საფუძველზე მიღებული ანიზოტროპული პროფილის ჰოლოგრაფიული და ფოტოგრაფიული სტრუქტურების კვლევებში, ჰოლოგრაფიული ოპტიკური მეხსიერების ამოცანებში, ჰოლოგრაფიული ოპტიკური ელემენტაბის რეალიზაციასა და მათი თვისებების შესწავლაში. დამუშავებული იქნა ახალი ტექნოლოგიები და მეთოდები, რომელთა შედეგად მიღებული იქნა სპექტრულად არასელექტური ჰოლოგრაფიული ლაზერული სარკეები და ამრეკლი სახვითი ჰოლოგრამები. რეალიზებული იქნა დიფრაქციული ოპტიკური ელემენტები, კერძოდ ზონური ფირფიტები რადიალურად განაწილებული ანიზოტროპიით და ანიზოტროპული პროფილის მქონე დიფრაქციული მესერები, რომლებიც ავტომატურად ახორციელებენ გამისახულებების პოლარიზაციულ დამუშავებას, ობიექტების ამოცნობასა და იდენტიფიკაციას, ახორციელებენ ზედაპირების ელიფსომეტრიულ ანალიზს. მიღებულია სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის მზის გვირგვინის, პოლარიმეტრიული გამოსახულებები. ძალიან საინტერესო შედეგებია მიღწეული, ვეიგერტის ეფექტის საფუძველზე, დინამიური ჰოლოგრაფიული ჩაწერების პროსესებში. კერძოდ პირველადა იქნა დაკვირვებული თვითჩაწერის მოვლენა, როცა, ჰოლოგრაფიული ჩაწერის გარკვეულ ეტაპზე, ადგილი აქვს დიფრაგირებული სხივის გაძლიერებას, ერთი სხივის გამოყენებით, როცა ჩაწერის პროცესის დესტრუქციის მაგიერ, ადგილი ავს ჩაწერის პროცესის გაძლიერებას. ვაწარმოებ და ვუძღვები კვლევებს ლაზერული ფიზიკის ახალ მიმართულებებში. კერძოდ ინოვაციური შედეგებია მიღწეული საღებავით დოპირებულ პოლიმერულ და თხევადკრისტალურ ფენებში მათი ჰოლოგრაფიული ფენებით აღგზნების შემთხვევაში. კერძოდ, შედეგებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევაში ლაზერული გამოსხივება არის სივრცულად მოდულირებული და რეალურად წარმოადგენს თვითგამომსხივებელ ჰოლოგრაფიულ ელემენტს, რომელიც ახორციელებს აღმზნები ინტერფერენციული ველის ფაზური განაწილების რეკონსტრუქციას. პრაქტიკულად მიღებული იქნა აქტიური ჰოლოგრამა, რომელიც ინფორმაციას არადგენს არა დიფრაგირებული სინათლის მეშვეობით, არამედ მის მიერვე გენერირებული სინათლის მეშვეობით.

სამეცნიერო ინტერესები
  • ფუნდამენტური ფიზიკა, ოპტიკა, ლაზერული ტექნოლოგიები, ჰოლოგრაფია, ოპტიკურ-ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფოტონიკა
  • ასტროფიზიკა, ნანოტექნოლოგიები