მე ნინო დარსაველიძე დავიბადე 1973 წლის 5 აპრილს ქალაქ თბილისში.
ქ. თბილისის მე 100 საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ 1991წ. ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1998წ დავამთარე აღნიშნული უნივერსიტეტის
მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სრული კურსი მსუბუქი მრეწველობის
წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით
2012 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე ეკონომიკური მდგრადობის შეფასება სატრანსპორტო და
მანქანათმშენებელი ფირმების ანტიკრიზისულ მართვაში და მომენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების
დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2001 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და
მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.
გამოქვეყნებული მაქვს სახელმძღვანელოები: "სამეურნეო საქმიანობის მართვის ორგანიზაცია" (2013წ.), "რეპუტაციული მენეჯმენტი"(2021წ.), " პროექტების მართვა"(2023წ.), "ოპერაციათა მენეჯმენტი მრეწველობაში"(2023წ.); ასევე მონაწილეობა მიღებული მაქვს დამხამრე სახელმძღვანელოების თანაავტორობაში, გამოქვეყნებული მაქვს 38 მდე საერთაშორისო კონფერენციები და სტატიები. ამასთან ვარ რამოდენიმე სახელმძღვანელოს რეცენზენტი, ერთი სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტი, მყავს ხუთი კურსდამთავრებული მაგისტრი.
მაქვს რამოდენიმე სერთიფიკატი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის ბოლო რომელიც გავიარე სტუ–ში ERASMUS+ ის ფარგლებში „აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით„
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
- მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფია
- წარმატების სტრატეგია
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები