ცისანა ზურაბიშვილი

ჩემი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია თერმო- და ფოტოქრომული თხევადკრისტალური (თკ) პოლიმერული ფირების მიღებისა და კვლევის საკითხებთან. წლებია ვმუშაობ თკ ქოლესტერინის ეთერებისა და ნემატო-ქირალური სისტემების ბაზაზე თერმოქრომული პოლიმერული ფირების მიღებისა და კვლევის საკითხებზე. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თკ და ფოტოქრომული თვისებების გაერთიანებით მიღებული ნანოსტრუქტურირებული კომპოზიციები ახალი ოპტიკური მახასიათებლებით, როგორც ბაზა ოპტიკური თვისებების ფოტორეგულირების შესაძლებლობის მქონე პოლიმერული მასალების შესაქმნელად. მკვლევართა ჯგუფთან ერთად მიღებულია სპიროპირანით დოპირებული ფოტოქრომული თკ პოლიმერული ფირები. თერმო- და ფოტოქრომული თკ პოლიმერული ფირების დამზადებას ვახორციელებთ ჩვენს მიერ შემუშავებული მიკროკაფსულირების ინოვაციური მეთოდის ტექნოლოგიური პროცესის გამოყენებით. ასეთ ფირებში თკ ნემატო-ქირალური ნარევებისა და სპიროპირანით დოპირებული თკ კომპოზიციების თვისებები მაქსიმალურად არის შენარჩუნებული პოლიმერული მატრიცის მიკროკაფსულებში, რაც განაპირობებს არეკვლის მაღალი ინტენსივობის თერმოქრომული და მაღალი ეფექტური ფოტომგრძნობიარობის მქონე პოლიმერული ფირების მიღებას. მიკროკაფსულირების ტექნოლოგიური პროცესის ყველა სტადიაზე ტექნოლოგიური მახასიათებლების რეგულირებით შესაძლებელი გახდა პრაქტიკული გამოყენების მოთხოვნის შესაბამისი, ტექნოლოგიურად სრულყოფილი, სასურველი ოპტიკური პარამეტრების მქონე პოლიმერული ფირების დამზადება.

სამეცნიერო ინტერესები
  • თერმო- და ფოტოქრომული თხევადკრისტალური პოლიმერული ფირების მიღება მიკროკაფსულირების მეთოდის ტექნოლოგიური პროცესის გამოყენებით
  • მიღებული პოლიმერული ფირების ოპტიკურ პარამეტრებზე ფირების ტექნოლოგიური მახასიათებლების გავლენის კვლევა