Dr. Irakli Chaganava graduated with his complete higher education at Georgian Technical University with honors as an organic chemist. Further, he obtained a distinction for his Ph.D. at the same university. Both diplomas are devoted to studying, developing, and synthesizing new polarization-sensitive materials. For 20 years, he has been conducting scientific research at the Laboratory of Polarization-Holographic Studies of the Institute of Cybernetics of the Georgian Technical University nowadays as a chief researcher. He is also an associate professor at the Georgian State Teaching University of Physical Education and Sport as a medical and biological chemistry lecturer. In 2010, he found a light-induced effect known as vector polyphotochromism. Chaganava is the author of 47 research papers. His scientific interests are mainly in chemical physics and photonics: functional azocompounds, photoanisotropy, mechanism of the Weigert effect, light manipulating, and light-adjustable polarization-sensitive organic materials.

დოქტორ ირაკლი ჩაგანავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარჩინებით დაასრულა სრული უმაღლესი განათლება, როგორც ქიმიკოს ორგანიკოსი. ამავე უნივერსიტეტში მან წარჩინებით დაიცვა სადაქტორო დისერტაცია. ორივე დიპლომი ეძღვნება პოლარიზაციულად-მგრძნობიარე მასალებს. ცხრამეტი წლის განმავლობაში ის აწარმოებს სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული კვლევების ლაბორატორიაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტი), 2011 წლიდან, უკვე როგორც მეცნიერ თანამშრომელი. ამავდროულად ირაკლი ჩაგანავა, როგორც ასოცირებულ პროფესორი, ეწევა სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სადაც კითხულობს ლექციებს და ატარებს მეცადინეობებს სამედიცინო- და ბიოქიმიაში. 2010 წელს სადოქტორო დისერტაციისათვის მიძღვნილი ექსპერიმენტების სერიაში მან გამოავლინა ახალი სინათლით აღძვრადი ეფექტი, რომელსაც შემდგომ ვექტორული პოლიფოტოქრომიზმი ეწოდა. ჩაგანავა ამჟამად გახლავთ 47 სამეცნიერო კვლევითი პუბლიკაციების ავტორი და თანაავტორი. მისი ინტერესები უპირატესად თავმოყრილია ქიმიური ფიზიკისა და ფოტონიკის სფეროში: ფუნქციური აზოსაღებარები, ფოტოანიზოტროპია, ვეიგერტ ეფექტის მექანიზმი, სინათლით მართვადი და ასევე სინათლის მმართველი ორგანული პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალები. (update June 2024)

სამეცნიერო ინტერესები
  • ქიმიური ფიზიკა
  • ფოტონიკა
  • ქიმია
  • აზოპოლიმერები
  • შუქმგრძნობიარე მასალები
  • სინათლის მმართველი მასალები