ალექსანდრე დუნდუა

დავიბადე 1948წ.29 აგვისტოს. 1966 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე სამტრედიის რკინიგზის №13 საშუალო სკოლა, ხოლო 1971წ. -წარჩინებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი,1978-80წ. ვსწავლობდი ლენინგრადის რკინიგზის ტრანპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ-1981წ. დავიცავი დისერტაცია თემაზე "სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის დისკრეტული მოწყობილობების სტრუქტურული სინთეზის საკითხების გამოკვლევა" . სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 1971წ-დან ვეწევი ჯერ სპი-ში, ხოლო მისი რეორგანიზაციის შემდგომ სტუ-ში. ვარ 80 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი

სამეცნიერო ინტერესები
  • დისკრეტული მოწყობილობების ანალიზისა და სინთეზის საკითხების კვლევა
  • სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის დისკრეტული მოწყობილობების ფუნქციური დიაგნოსტირება ჭარბი კოდების გამოყენებით
  • სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოწყობილობების დისპეტჩერული კონტროლის მიკროპროცესორული სისტემის დამუშავება
  • უწესივრობების გამოვლენის უნარიანი სარკინიგზო ავტომატიკის მოწყობილობების სინთეზის პრობლემები