უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

1961 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით: „ჰიდროტექნიკური მშენებლობა.“ 1964 წელს დავამთავრე ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით: „ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია.“

1972 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მონტე-კარლოს მეთოდით ჰიდროლოგიური რიგების სტატისტიკური მოდელირების საკითხები წყალსამეურნეო გაანგარიშებისათვის.“ ხოლო 1993 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მდინარის ჩამონადენის პროცესის აღწერისა და მოდელირების სტასისტიკური მეთოდების ანალიზი და სრულყოფა.“

1996 წელს მომენიჭა პროფესორის წოდება.

1972 წლიდან ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობიის ჯერ კათედრის დოცენტის, შემდეგ კათედრის პროფესორისა და ბოლოს კათედრის გამგის თანამდებობაზე 2007 წლამდე.

2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1972-2008 წლებში ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. წაკითხული ლექციების კურსი: რიცხვითი მეთოდები ჰიდროლოგიაში, ჰიდროლოგიური პროგნოზები, ჰიდროლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება.

მონაწილეობა მაქვს მიღებული სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.

1973 წლიდან ვიყავი გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, 1988-2004 წლებში კი თსუ-ს გეოგრაფიის დარგის სამეცნიერო ხარისხების მომნიჭებელი წევრი.

2003 წლიდან ჩემს მიერ დამუშავებული პროგნოსტული მოდელი დანერგილია ჰიდრომეტდეპარტამენტის პროგრამების განყოფილებაში.

2011-2012 წლებში ვეწეოდი საექსპერტო საქმიანობას, 


სამეცნიერო ინტერესები
  • ხმელეთის ჰიდროლოგია
  • წყალდიდობები და წყალმოვარდნები
  • კალაპოტური პროცესები