გარი გუნია: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი და გეოგრაფიული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მთავარი მეცნიერთანამშრომელი.
პარალელურად სამეცნიერო მოღვაწეობისა, ვეწეოდი პედაგოგიურ სამსახურს: სკოლებში, როგორც ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო, სამეცნიერო ხარისხების დაცვის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორის რანგში; -1974-1980წწ საქარველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის მიწვეული პროფესორი; - 1990-2000წწ ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრა – მოწვეული პროფესორი; - 2012 - 2023წწ - საქ. ტექნ. უნ-ტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მოწვეული პროფესორი.
საზღვარგარეთ და საქართველოში მაქვს გამოქვეყნებული 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის:10 მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, რომელთა შორის არის - 2 დამხმარე საგანმანათლებლო სახელმძღვანელო).
სამეცნიერო ინტერესები: - გეოფიზიკა, მეტეოროლოგია - კლიმატოლოგია, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ეკოლოგიური პრობლემები.
ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია 5 სადოქტორო დისერტაცია ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგის სფეროში.
ვარ დაჯილდოებული ღირსების ორდენით -2003წ;
- სამეცნიერო ინტერესი: - გეოფიზიკა, მეტეოროლოგია - კლიმატოლოგია, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ეკოლოგიური პრობლემები.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები