მთავარი მეცნიერ თნამშრომელი

ნუგზარ ბუაჩიძემ საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა 1972 წელს, მაგისტრის ხარისხით – სპეციალობით ნავთობის ქიმია. 1973 წელს ის იწყებს მუშაობას ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1978 წელს, უკვე როგორც მეცნიერ მუშაკი, ის წარმატებით აბარებს ასპირანტურაში მოსკოვის ვერნადსნკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის აკადემიის ინსტიტუტში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1983 წელს. 1984 წელს იმავე ინსტიტუტში ნუგზარ ბუაჩიძე იცავს დისერტციას თემაზე – “ ვერცხლისწყლის არსებული ფორმები ზედაპირულ წყლებში”. შემდგომ ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად, ხოლო დღესდღეობით ის ინსტიტუტის გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და


პროგნოზირების განყოფილებაში იკავებს მთავარი მაცნიერ მუშაკის თანამდებობას.

2002-2006 წლებში ნუგზარ ბუაჩიძე პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსად.


ნუგზარ ბუაჩიძეს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშორისო წამყვან ჟურნალებში (მათ შორის იმფაქტ ფაქტორიანებშიც). მან ხუთჯერ მოიგო და იყო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული (როგორც ექსპერტს) NATO-ს, UNDP-ის, USAID-ის, სოროსის და სხვა საერთაშორისო პროექტებში. ის ამჟამად აქტიურად არის ჩართული როგორც ექსპერტი გარემოს დაცვით საკითხებში, შვედეთის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „დავასუფთაოთ საქართველო“. ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ხშირად იწვევენ ასევე ფორუმებზე და სიმპოზიუმებზე (თურქეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, სინგაპურში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვა). მიღებული აქვს 10-მდე სერტიფიკატი აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის აღსანიშნავად.


ბ-ნი ნუგზარ ბუაჩიძეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაეცა ღირსების ორდენი მეცნიერებაში ნაყოფიერი მუშაობის აღსანიშნავად - №864, 27.06.2013 წ. № 27.06.07.


სამეცნიერო ინტერესები
  • გარემოს დაბინძურება
  • ეკოსისტემები
  • დამაბინძურებელი ინგრედიენტები
  • მონიტორინგი