დავიბადე 1962 წლის 9 მარტს. 1983-1989 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, მივიღე დიპლომი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. დიპლომი: №УВ991668, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირატურა, დოქტორანტურა და 2009 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: თაბაშირშემცველი ლიოსისმაგვარი გრუნტების თერმული გამაგრება. დიპლომი: DO №000230. პრაქტიკულად 1987 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ-ს "გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრა"-ზე, გრუნტების მექანიკისა და ფუძე–საძირკვლების მიმართულებით.
ვარ 26 სამეცნიერო ნაშრომის და ორი საავტორო გამოგონების პატენტის ავტორი, აგრეთვე მიღებული მაქვს მონაწილეობა ღია და რესპუბლიკურ კონფერენციებზე, სტუდენტურ კონფერენციებზე და სხვა აქტივობები.
ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებს და საკვალიფიკაციო ნაშრომებს მშენებლობის დარგში.
- შენობა ნაგებობების, მანქანების და მაღლივი შენობების ფუძეებისა და საძირკვლების გაანგარიშებები საიმედოობის გათვალისწინებით
- ფუძეების და საძირკვლების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები
- გრუნტების მექანიკა და ფუძე-საძირკვლები