ცისანა ბასილაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ დავიწყე და დღემდე ვმუშაობ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, სადაც გავიარე ყველა თანამდებობრივი საფეხური: ინჟინერი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერი. ვიყავი აგრეთვე ჰიდროლოგიური პროგნოზებისა და წყლის რესურსების ლაბორატორიის გამგე.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვსწავლობდი მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ სამწლიან სახალხო უნივერსიტეტში, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორჯერ გავიარე იუნესკოს საერთაშორისო უმაღლესი ჰიდროლოგიური კურსები, ასპირანტურა (დასწრებული) გავიარე სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრში, სადაც დავიცავი დისერტაცია „დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზირება“ და მივიღე მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წელს თბილისის ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია „მთის მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზირება საქართველოს მაგალითზე“ და მივიღე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
ინგლისური ენის შესწავლის მიზნით რამდენჯერმე გავიარე სხვადასხვა საფეხურის კურსები, მათ შორის ბრიტანულ-ქართული ცენტრის და მივიღე შესაბამისი სერტიფიკატები. გავიარე აგრეთვე სამედიცინო ინსტიტუტის ერთწლიანი კურსები და მივიღე „მოწყალების დის“ კვალიფიკაცია.
სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვიყავი აგრეთვე მოხალისე დონორი და უანგაროდ მრავალჯერ გავეცი სისხლი.
- ჰიდროლოგია და პროგნოზები
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა
- წყლის რესურსების პრობლემები
- ტურიზმის განვითარება
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები