ჩემი კვლევითი ჯგუფი შეისწავლის კლიმატის ცვლილების ზემოქმედებით მყინვარების დნობის პრობლემებს. მეცნიერულად დასაბუთებული პასუხის მისაღებად, ვიყენებთ მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული დისტანციური ზონდირების მონაცემებს, რადგან თანამგზავრული დისტანციური ზონდირება დიდი რეგიონებისათვის მყინვარების ერთდროული შესწავლის საშუალებას იძლევა საჭირო დეტალიზაციითა და სიზუსტით შეზღუდული რესურსებისა და დროის პირობებში.
მნიშვნელოვანია მყინვარების არამარტო თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა, არამედ მათი დეგრადაციის სამომავლო ტენდენციების განსაზღვრა კლიმატის მიმდინარე ცვლილების სცენარის მიხედვით, რასაც კვლევითი ჯგუფი ახორციელებს დიდი მყინვარების დეგრადაციის შესწავლით მათემატიკური მოდელირების საფუძველზე IPCC-ის სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.
სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, როგორც პროექტის კოორდინატორს (პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კორძახია) წარდგენილი გვქონდა და გავიმარჯვეთ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“-ს ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსში, გრანტი FR-21-1996, პროექტი „ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მყინვარების დეგრადაციის კვლევა და "საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასის” შექმნა“ (2022−2025). მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართული გვყადა ორი ახალგაზრდა მეცნიერი. პროექტი მიზნად ისახავდა მყინვარების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრას 2010, 2015 და 2020 წლებისთვის, აუზების დეგრადაციის დინამიკის შესწავლას, დიდი მყინვარების უკანდახევის შეფასებას, დნობის სავარაუდო თარიღების განსაზღვრას და ელექტრონული ატლასის შექმნას. პროექტის დასრულების შემდეგ "საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასი" განთავსდა ჰიდრომეტეოროლოგიგის ინსტირურტის ვებ გვერდზე https://www.ecohydmet.ge/Glaciers-atlas.html
პარალელურად ვმუშაობ, როგორც ქვეპროექტის „საქართველოს მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის ატლასი“-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამულ პროექტში „მოდელური სისტემების შექმნა და განვითარება ამინდის და კლიმატის პროგნოზის, ბუნებრივი და ანთროპოგენული რისკების შეფასების და მყინვარების დეგრადაციის შესასწავლად საქართველოს ოროგრაფიის გათვალისწინებით“ (2023−2027).
2003 წელს მიღებული მაქვს ღირსების მედალი, ხოლო 2013 წელს ღირსების ორდენი. 2021 წელს არჩეული ვარ საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
- თანამგზავრული დისტანციური ზონდირება
- მყინვარები
- კლიმატის ცვლილება
- პროგნოზები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები