1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თეორეტიკოსი-ფიზიკოსის სპეციალობით მუშაობა დავიწყე ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში დინამიკური ლაბორატორიის ლაბორატორიაში.
ჩემი სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა ოთხგანზომილებიან ანალიზს, კერძოდ ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის რეგულარული მონაცემებისა და მეტეოროლოგიური თანამგზავრების ასინქრონული ინფორმაციის ერთობლივად ასიმილირებისა და ინფორმატიული ჰიდრომეტეოროლოგიური ველების საწყისი ინფორმაციის მომზადებას. შემდგომში თანამგზავრული დისტანციური ზონდირება (თდზ) წარმატებით იქნა გამოყენებული სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად, კერძოდ ზღვაზე ტრანსპორტირების საკითხების ეფექტურობის გაზრდას თანამგზავრული დისტანციური ზონდირტების (თდზ) გამოყენებითშავი ზღვის ტემპერატურის გაზომვებისათვის. მნიშვნელოვანია თდზ-ის გამოყენება მყინვარების კვლევისათვის და განსაკუთრებით მათი დნობის შესწავლისათვის. წარმატებით იქნა განვითარებული გვალვის მონიტორინგისათვის თდზ-ის გამოყენება. ეს იძლევა საშუალებას ეფექტური ადრეული გაფრთხილების სისტემების შესაქმნელად და გვალვის მენეჯმენტის დასაფუძნებლად საქართველოში.
აღსანიშნავია ყველა ამ პრობლემის წარმატებული გადაწყვეტისათვის მონაცემთა შეფასებისა და მონაცემთა ხარისხის კონტროლის სპეციალური პროცედურების შემუშავება. მნიშვნელოვანია დაკვირვების თანამედროვე სისტემების ფუნქციონალურობის კვლევა და განვითარება საქართველოში, იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურთან თანამშრომლობით. საზღვაო მეტეოროლოგიის განვითარებისათვის საქართველოს პორტებში (ბათუმი, ფოთი) განთავსდა თანამედროვე ოკეანოლოგიური სადგურები. აღსანიშნავია ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევები ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საგზაო მეტეოროლოგიის განვითარებისათვის. შესწავლილ იქნა საქართველოს ორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხოების საკითხები ზემოკლევადიანი პროგნოზირებისთან ერთად.
TRACECA-ს და ე.წ. სამხედრო გზის უსაფრთხოებისათვის ჩატარდა თანამედროვე საგზაო მეტეოროლოგიური სადგურების განთავსების საკითხების კვლევა მათი გამოყენებისა და რეპრეზენტატული ინსტალაციის მიზნით. ორი საგზაო მეტეოროლოგიური სადგური განთავსდა გორის გარშემოვლის გზაზე და რიკოთის უღელტეხილზე (TRACECA-ს მონაკვეთი). ანალოგიურად მცხეთა-გუდაური-სტეფანწმინდის საერთაშორისო მონაკვეთზე განთავსდა ორი სადგური ჟინვალის და სტეფანწმინდის სიახლოვეს.
საინტერესოა ჩემი და კოლეგების მუშაობა ტრანსასაზღვრო მდინარეების წყლის რესურსების კვლევისა და ერთობლივი გამოყენებისათვის.
- თანამგზავრული დისტანციური ზონდირება
- მყინვარები
- კლიმატის ცვლილება
- მოდელირება
- ჰაერისა და ნიადაგის დაჭუჭყიანება
- პროგნოზები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები