მე, ალექსანდრე ბეჟანიშვილი დავიბადე 1941 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისში. დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო ელექტრომექანიკოსის სპეციალობით, კვალიფიკაცია სამთო ინჟინერ ელექტრომექანიკოსი. 1970 წელს ქ. მოსკოვში დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკის მეცნ იერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ 1973 წლიდან დღემდე, ჯერ დოცენტის, 1995 წლიდან კი-პროფესორის თანამდებობაზე. 1979-1984 წლებში ვიყავი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მლადგილე სასწავლო დარგში, 1989 წლიდან 2010 წლამდე სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარების და ტრანსპორტის კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი. 1975-1978 წლებში ვმუშაობდი ალჟირში, ქ.ანაბის უნივერსიტეტში მასწავლებლად, ხოლო 1984-1987 წლებში - გვინეაში, ქ. კონაკრის ტექნიკურ უნივერსიტეტში საბჭოთა სპეციალისტების ხელმძღვანელად. 2000-2009 წლებში ვიყავი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. ვეწევი როგორც პედაგოგიურ, სამეცნიერო საქმიანობას, ასევე საექსპერტო საქმიანობას, როგორც ინსპექტირების ორგანოს შპს „ტექინსპექტგარანტი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის სამთო ობიექტებზე (მაღაროები, მღვიმეები, კარიერები, საბაგირო გზები.
- ქანების მექანიკური ხერხით რღვევა